რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით ზაპოროჟიე და უკრაინის სხვა ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში ფედერალური ოლქის სტატუსით შევლენ:
“იმედი მაქვს, ჩვენ რუსეთის ფედერაციის ფედერალური ოლქი ვიქნებით“– ამბობს ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ევგენი ბალიცკი.
ხერსონის ოლქი და ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი რუსული ჯარის კონტროლის ქვეშ არის. რუსულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს ტერიტორიები შეიძლება რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ.
დღესვე რუსული მმართველი პარტიის, “ედინაია რასიას“ გენერალურმა მდივანმა,ანდრეი ტურჩაკმა თქვა, რომ დარწმუნებულია, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქის მაცხოვრებლები რეფერენდუმზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მისცემენ ხმას.
ოკუპირებულ ხერსონში ამ თემაზე რეფერენდუმი არაერთხელ დაანონსდა, თუმცა ჯერჯერობით არ შედგა.