უკრაინის ომის მონაწილე რუსი სამხედრო სკოლაში ბავშვებს “სამშობლოს დაცვის” გაკვეთილებს შეასწავლის-სამხედრო, წარსულში ქალებზე ძალადობისთვისაა გასამართლებული. ამის შესახებ ტელეგრამ არხზე მედუზა წერს.
ქალებზე ძალადობისთვის გასამართლებული 51 წლის ანდრეი შინაგინი, უსაფრთხოებისა და სამშობლოს დაცვის მასწავლებელი გახდა. ის, სკოლაში ბავშვებს სამშობლოს დაცვას და უსაფრთხოებას შეასწავლის. საგანი ‘’უსაფრთხოება და სამშობლოს დაცვა’’ რუსეთის სკოლებში მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაემატა.
ანდრეი შინაგინმა სპეციალური პროგრამა გაიარა, რომელიც უკრაინის ომიდან დაბრუნებულებს მასწავლებლებად ამზადებს.
რუსეთში, ის და მისი თანამზრახველები ქალებს სცემდნენ, ხელბორკილებით აბამდნენ, აშიშვლებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შემდეგ აშანტაჟებდნენ. 2017 წელს მას რუსეთის სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.