უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის თქმით, კიევის მახლობლად მდებარე ბროვარში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე ცხრა ადამიანი იმყოფებოდა.
წინასწარი მონაცემებით, გადარჩენილები არ არიან, განაცხადა კირილო ტიმოშენკომ ბრიფინგზე.
მან ასევე დაადასტურა, რომ ავარიის შედეგად დაიღუპნენ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტროს ხელმძღვანელები.
როგორც მანამდე უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, დაღუპულებს შორის იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ევგენი ელინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.
ტიმოშენკოს თქმით, ისინი მიდიოდნენ “ერთ-ერთ ცხელ წერტილში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს”.
ამ დროისთვის ცნობილია 18 გარდაცვლილის შესახებ, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.
ჩამოვარდნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღის შენობასთან დაეცა.
კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. განიხილება სხვადასხვა ვერსია.