უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. რეზნიკოვის გადაყენებას პარლამენტის 327-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
3 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა.
რეზნიკოვის ადგილს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი მას შემდეგ დაიკავებს, რაც მის კანდიდატურას უმაღლესი რადა დაამტკიცებს.