უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს.გადადგომის შესახებ განაცხადი შეიტანა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტის საკადრო რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს და გადადგომის შესახებ განცხადების ფოტოს Facebook-ზე ავრცელებს.

3 სექტემბერს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში ერთდროულად სამი მინისტრის გადადგომის შესახებ განცხადება შევიდა.