უკრაინის საელჩოსთან ქვეყნის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვისაა”. როგორც, პარტიის ლიდერი, ზურა ჯფარიძე, სოციალურ ქსელში წერს, მხარდასაჭერ აქციას, უკრაინის ელჩიც შეუერთდა.
საელჩოსთან შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.