უკრაინის სტრატკომის ინფორმაციით, ჩერნობილში, ატომური ელექტროსადგურის რადიაციული დაბინძურების დონის მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს და რადიაციის დონე ვერ კონტროლდება. ამის შესახებ სტრატკომი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციული დაბინძურების დონის მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს. ადრე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე, რადიაციის დონის დაკვირვება შესაძლებელი იყო ონლაინ რეჟიმში, მაგრამ ბოლო მონიტორინგის სისტემა 25 მარტს მუშაობდა, მაშინ რადიაციის დონემ ნორმას შვიდჯერ გადააჭარბა. ამჟამად მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს, ამიტომ რადიაციული დაბინძურების დონის გარკვევა შეუძლებელია”, – წერია განცხადებაში