“უკრაინის ტერიტორიების პუტინისთვის გადაცემა გამორიცხულია, ამას არ დავუშვებ… რუსეთისთვის მშვიდობის იძულება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება და პრეზიდენტ ტრამპს ასეთი ძალა აქვს. ჩვენ ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობა ნამდვილად მოვიდეს”
თქვა უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელთან კით კელოგსთან შეხვედრისას.
დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ვაშინგტონშია, ის აქ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას ევროპელი ლიდერებიც შეუერთდებიან. როგორც ცნობილია, ჯერ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდებიან, შემდეგ კი – ევროპელი ლიდერები.