უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები NATO-ს იარაღსა და სტანდარტზე გადადის. მისი შეფასებით, ეს ფუნდამენტურად ახალი ფაზაა.
“ჩვენ შევედით სრულიად ახალ ფაზაში, რაზეც ორი თვის წინ არავის უფიქრია. ჩვენ შევედით პრინციპულად ახალ ფაზაში, რაზეც არავინ ოცნებობდა – უკრაინის შეიარაღებული ძალები გადადიან ნატოს იარაღზე, ნატოს სტანდარტზე. და ეს უკვე ხდება“, – თქვა კულებამ Европейская правда-სთან ინტერვიუში.
მისივე ცნობით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეძლო ჯო ბაიდენის დარწმუნება, რომ ამის დრო დადგა.
“და ჩვენთან ჯერ ჰაუბიცები ჩამოვიდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, კიდევ ბევრი რამ ჩამოვა ჩვენთან. ეს არის ისტორიული მომენტი”, – აღნიშნა კულებამ.