უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, მოახერხეს ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა. მანამდე ცნობილი გახდა დეტალები იმის შესახებ, თუ რატომ მოახერხეს რუსულმა ძალებმა ქალაქ ხერსონის „ელვისებურად“ აღება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში.
ამას მოწმობს რუსი „სამხედრო კორესპონდენტების“ და ბლოგერების მიერ შაბათს, 22 აპრილს წარმოდგენილი გეოლოკაციის კადრები. ამ დასკვნამდე მივიდნენ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.
ფოტოების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები ოლეშკის ჩრდილოეთით დნეპრის ნაპირებზე (რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან – ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 7 კმ სამხრეთ-დასავლეთით) და შეძლეს წინსვლა დასახლებული პუნქტის ჩრდილოეთის გარეუბანში E97 გზატკეცილზე, ასევე დაჩის დასავლეთით (ხერსონიდან სამხრეთით 10 კმ).
ასევე, რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი „სამხედრო მეთაური“ აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა დაკარგეს კონტროლი ხერსონის სამხრეთ-დასავლეთით ზოგიერთ კუნძულზე.
კადრები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ჯარებმა შესაძლოა ვერ აკონტროლონ კუნძულები მდინარეების კონკასა და ჩაიიკაზე, რომლებიც მდებარეობს უკრაინის სამხედროების გეოლოკაციის პოზიციებიდან, ანტონოვსკის ხიდიდან ჩრდილოეთით ნახევარ კილომეტრში, ამბობენ ანალიტიკოსები.
ისინი აღნიშნავენ, რომ 20-დან 22 აპრილამდე რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებდნენ, რომ უკრაინის არმია რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდა პოზიციებს რეგიონის აღმოსავლეთ სანაპიროზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს იქ ფეხის მოკიდება, მომარაგების ხაზების შექმნა და ამ ადგილის გამოყენება შეტევების საყრდენ პუნქტად. ეს იმაზე მეტყველებს, რუსეთი ვერ აკონტროლებდა ტერიტორიას, ამბობს ISW.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა შეძლეს უპირატესობის მოპოვება ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსული ჯარების საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობის გამო. მანამდე ზოგიერთი რუსი „სამხედრო კორესპონდენტი“ ჩიოდა, რომ რუსული სამხედრო სარდლობის გადაჭარბებული ცენტრალიზაციის გამო ინტენსიურ დაბომბვას ვერ აწარმოებდნენ. ამავდროულად, დიდი ალბათობით, ისეთი ურბანული ადგილები, როგორიცაა ალიოშკი და ნოვაია კახოვკა, კვლავ რჩება მტრის თავდაცვის ხაზების მიღმა. რუსული ჯარები იქ თავდაცვაზე არიან, ხაზს უსვამენ ინსტიტუტში.
შეგახსენებთ, 12 აპრილს ხერსონის მერის ყოფილმა მოადგილემ რომან გოლოვნიამ განაცზადა რომ მტერი აქტიურად აწარმოებდა სანაპირო ზოლის დანაღმვას დნეპრის გასწვრივ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის მოლოდინში.
რუსები ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები წყალში დამალვას ცდილობენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ოკუპანტები უკრაინელების მიერ დნეპრის გადაკვეთას ელიან.