უკრაინისთვის 1500 ბელორუსი იბრძვის, მათი რიცხვი გაიზრდება – სვეტლანა ტიხანოვსკაია

ბელორუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ამჟამად უკრაინის მხარეს რუსეთთან ომში ბელორუსის 1.5 ათასი მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ ტიხანოვსკაიამ იტალიურ გაზეთთან, ინტერვიუში განაცხადა.  როგორც გაზეთთან სვეტლანა აცხადებს, მაშინ როდესაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო ბელორუსში ბატალიონები შეიქმნა უკრაინელების დასახმარებლად.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი ბელორუსების რაოდენობა გაიზრდება”ბელორუსში ბევრს სურს უკრაინის დახმარება და ახლა ისინი სხვა ქვეყნებში გადიან წრთვნებს”. თუ რომელ ქვეყანაში გადიან ბელორუსი მებრძოლები წვრთნებს სვეტლანა ტიხანოვსკაიას არ დაუკონკრეტებია.