უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ – გერმანია

“უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ” – ამის შესახებ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

“საჭიროა არა მხოლოდ ტანკების მიწოდება ან არ მიწოდება, არამედ უმოქმედობისა და მოქმედების შედეგების აწონვა. Leopard – ეს არის მძიმე ჯავშანტექნიკა, რომელიც შეტევის დროს გამოიყენება. და მათი გადაცემისას კარგად უნდა დაფიქრდეთ. გადაწყვეტილება მალე მიიღება, მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული”, – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.