უკრაინის ჯარისთვის ფულის შესაგროვებლად, Kalush Orchestra ევროვიზიის ჯილდოს ყიდის

უკრაინის ჯარისთვის, ფულის შესაგროვებლად, ევროვიზიის 2022 წლის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra კონკურსში მიღებულ პრიზს აუქციონზე ყიდის. ინფორმაციას, უკრაინულმა ფოლკ-რეპ ჯგუფმა დღეს ვიდეომიმართვით ავრცელებს.

ევროვიზიის შუშის ჯილდო იმ ადამიანს გადაეცემა, ვინც ყველაზე მაღალ თანხას დაასახელებს. შეგროვებული თანხა Serhiy Prytula-ს საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცემა,  რომელიც უკრაინის ჯარს მომარაგებაში ეხმარება.

„ევროვიზიის ისტორიაში პირველად, გამარჯვებული Kalush Orchestra აუქციონზე ყიდის თავის ჯილდოს, რათა დაეხმაროს უკრაინის ჯარს. თქვენ შეგიძლიათ მათი გამარჯვება აქციოთ უკრაინის დიდი გამარჯვების სიმბოლოდ! და მიიღეთ Kalush Orchestra-ს სოლისტის ოლეჰ ფსიუკის ვარდისფერი ქუდი მხოლოდ 5 ევროდ.ყველა ევრო რასაც გაიღებთ უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმარება“ – წერია ჯგუფის ოფიციალური გვერდზე.