“უკრაინულ დრონებს შეუძლიათ მიწვდნენ არა მხოლოდ ენგელსს, არამედ მოსკოვსაც!” – ამის შესახებ, უკრაინის არმიის გენერალმა და უკრაინის დაზვერვის ყოფილიმა ხელმძღვანელმა მიკოლა მალომუჟმა განაცხადა. მან Ukroboronprom-ის მიერ შემუშავებული შიდა იარაღი შეაფასა.
„დღეს ჩვენს თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში უკვე დამონტაჟებულია ხაზები შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების წარმოებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ 1000 კმ-მდე დარტყმა და რაც მთავარია, ეს არის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც დღეს რეალურად დაფრინავენ 600 კმ, 800 კმ და 1200 კმ მანძილზე. ჩვენ შეგვიძლია მივწვდეთ არა მხოლოდ ენგელსს არამედ მოსკოვს! ამიტომ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს ამ რესურსის გაზრდას“, – განაცხადა მალომუჟმა.
გენერალმა დასძინა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ იცის ბელორუსის სამხედრო ობიექტებზე უკრაინის თავდასხმების გარდაუვალობა.
„გასაგებია, რომ კრემლზე დარტყმები ჯერ არ იქნება. თუმცა, როცა სტრატეგიული დონის შეტევითი ოპერაცია იწყება და რუსეთის ფედერაციაში რეჟიმი შეირყევა და კრემლში არსებული ობიექტები საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სახელმწიფოს, მაშინ ასეთ დარტყმებთან დაკავშირებით შეიძლება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს იქნება ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, როდესაც კრემლის რეჟიმი დაეცემა ან დანებდება, მაშინ შეიძლება დადგეს განსაკუთრებით მოსკოვის საკითხი“, – აღნიშნა მალომუჟმა.