უკრაინული იერიშების შედეგად რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 13%-ზე მეტი დაკარგა

The Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 13%-ზე მეტი დაკარგა.

აგვისტოს დასაწყისიდან უკრაინული  უპილოტო აპარატების თავდასხმებმა მინიმუმ ოთხი დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა: ნოვოკუიბიშევსკში, სარატოვში, სამარასა და ვოლგოგრადში. ასევე ნაწილობრივ შეჩერდა „როსნეფტის“ უდიდესი ქარხანა რიაზანში.

საერთო დანაკარგმა წელიწადში დაახლოებით 44 მილიონი ტონა (13,5%) შეადგინა.

Reuters-ის ცნობით, ზოგიერთი ქარხნის შეკეთებას ერთ თვეზე ნაკლები დასჭირდება, ხოლო სამარის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აგვისტოს ბოლომდე გაჩერებული იქნება.

2023 წელს რუსეთმა 267 მილიონი ტონა გადაამუშავა – მინიმუმი ბოლო 12 წლის განმავლობაში.