უმსხვილესმა ჩინურმა ნავთობკონცერნმა რუსეთში ინვესტიციები შეაჩერა

სააგენტო როიტერის ცნობით, უმსხვილესმა ჩინურმა ნავთობქიმიურმა კონცერნმა, Sinopek–მა უკრაინასთან ომის ფონზე რუსეთში მისი საინვესტიციო პროგრამა შეაჩერა, თანაც ეს ჩინეთის ხელისუფლების რეკომენდაციით გააკეთა.

როიტერის მონაცემებით, აზიის რეგიონში ყველაზე დიდი კონცერნი რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის პროექტებში 500 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავდა.