უმჯობესი იყო მეთქვა, იბრძოლეთ აღმაშენებლობისთვის – განაცხადა დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა, რომელმაც 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე განაცხადა, რომ “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიკვდილისთვის”.
“უმჯობესი იყო მეთქვა, და ახლა ვიმეორებ ამ სიტყვას, ჩავთვალოთ, რომ გავასწორეთ ეს სიტყვა, იბრძოლეთ საქართველოსთვის, იბრძოლეთ დედაეკლესიის ერთგულებისთვის, იბრძოლეთ აღმაშენებლობისთვის, იბრძოლეთ დავითობისთვის, იბრძოლეთ გორგასლობისთვის, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა”. – თქვა დეკანოზმა სპირიდინომა.