“რა თქმა უნდა, უალტერნატივოა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მგონია, რომ დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ დაგვიდასტურეს ეს ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ, რომ რა თქმა უნდა, უნგრეთი ზოგადად, არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაშიც, აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის უნგრეთის ძალიან მყარი პოზიცია.

გარდა ამისა, უნგრეთის პოზიცია არის ის, რომ არ უნდა მოხდეს ერთ კალათში ყველა ქვეყნის განხილვა. მათ აქვთ განსხვავებული პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ვერ აისახება მათ პოზიციაზე საქართველოსთან მიმართებით და მათ შორის მოლდოვასთან მიმართებით”,

აცხადებს, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.