ყველამ ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, ყველამ ერთად – განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ათასობით ამომრჩეველი დღეს საარჩევნო ურნებთან მივიდა და ხმა მისცა არამხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებს, არამედ, პირველ რიგში, ხმა მისცა ცვლილებას. დღევანდელმა დღემ დაადასტურა, დაარწმუნა ყველა, რომ ჩვენ, ანუ, ქართველ ხალხს, ამომრჩეველს აქვს ის, რაც არ აქვს და ვეღარასოდეს ვეღარ ექნება ოლიგარქს, ეს არის სიმართლე, რწმენა, ნება, ღირსება, ეს არის სიმრავლე და აი, ამ სიმრავლითაც, მათ შორის, დღეს ქართველმა ხალხმა დაამარცხა ივანიშვილი.
არ ელოდებოდა [ივანიშვილი]; კი ბატონო, შეიძლება უშვებდა ამის ალბათობას, ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ძალიან ბევრი არ გამოცხადდებოდა საარჩევნო ურნებთან. ხელისუფლებამ შეიძლება გაგიყალბოთ ხმა თქვენ, მე, ბადრის, ელენეს, კოტეს, პავლეს – პროცენტები, მხარდაჭერა გამოხატული გაგიყალბოთ, აიღოს და დაგიწეროთ 4 პროცენტი, მაგრამ როდესაც 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ცხადდება საარჩევნო უბნებზე, ამ მონაცემებს ის ვერ აყალბებს და ვერც გააყალბა. [წლევანდელი აქტიურობა] გაუტოლდა 2012 წლის აქტიურობას.
გვიხარია, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, ესე იგი, რაღაც სწორად გაგვიკეთებია და მადლობა ამომრჩეველს ამისთვის, მაგრამ არანაკლებ მიხარია, რომ ოთხივე პოლიტიკურმა ჯგუფმა გადალახა ბარიერი. თავად ქართული ოცნების კვლევითი ორგანიზაცია “გორბიც” კი ვერ გაურბის ამ მონაცემებს.
რა უნდა გაკეთდეს – ხალხის ნება უნდა აღსრულდეს. ივანიშვილმა უნდა გადააბაროს ხელისუფლება ხალხს და ქვეყანამ უნდა დაიწყოს კოალიციური მმართველობით ცხოვრება. გარდაუვალია.