“ვიცით, რომ ეს ხდება, ვიცით, რომ ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს არის მხოლოდ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაცა არ წავიდეს არჩევენბზე, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ჩაყრა, როგორაც თვითონ ფიქრობს. ეს ყველაფერი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც მგონი, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც გამოცდილია, არ მუშაობს, აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს.
დავამატებ, რომ გადასვლა იმ ახალ ეტაპზე, კოალიციურ მთავრობაზე, პროევროპულ მთავრობაზე ჩვენი ახალი პოლიტიკური რეალობა სწორედ ის უნდა იყოს მომავალში, რომ აღარ იყოს საარჩევნო ზეწოლა და საარჩევნოდ ადამიანების ამ ფორმით გამოყვანა მაგალითად, მიტინგებზე ძალით, ხვეწნით, ფულით თუ რაც იქნება, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს და დარწმუნებული ვარ, ჩაბარდება”
ასე აფასებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს.