„უნდა ვეცადოთ მომავალ წელს სულ მინიმუმ დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი მაინც ავცრათ, თუ მეტი არა“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, შერჩეულია პირველ რიგში ვინ უნდა აიცრას.
„ჩვენ მივიღებთ იმ ვაქცინას, რომელსაც დაამტკიცებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. დარწმუნებული ვარ, ასეთი იქნება 5-6. პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ, რომ გვქონდეს უფრო ადრე იანვარ-თებერვალში, ე.წ. ორმხრივი მოლაპარაკებებით მწარმოებლებთან, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ვაქცინების გარკვეული დოზები. ჩვენთან დაახლოებით საუბარია 200-300 ათას დოზაზე, ვცდილობთ ეს ვაქცინები ჩვენ მივიღოთ იმაზე ადრე ვიდრე „კოვაქს პლატფორმიდან“. ქვეყანაში არსებობს ვაქცინების დანერგვის გეგმა, შერჩეულია პირველ რიგში ვინ უნდა აიცრას“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.