“უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი” – ამის შესახებ, ოპოზიციის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციურ ერთობას დიდი გამოცდა ელის.
„ბოიკოტი არის პრინციპული საკითხი, თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციურ ერთობას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელის. მე ვისურვებდი, რომ მოთმინება ისწვალონ პოლიტკოსებმა.ოპოზიციამ უნდა შექმნას პოზიტიური დღის წესრიგი. მე მიმაჩნია, რომ უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი, რომელიც მორალური უპირატესობებით ისარგებლეს, დღევანდელ, ე.წ. ქართული ოცნების პარლამენტზე. აქ არის რაღაც შიშები ოპოზიციაში, რომ თითქოს ეს არის უკანონო. რა არის უკანონო? ეს იქნება საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი. ამ შიშებიდან უნდა გამოვიდეთ. ძალიან რთულია სიმამაცე და ძალიან რთულია სიმხდალე.”- განაცხადა სანიკიძემ “მთავარი არხის” ეთერში.