თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტებს პასუხობს, რომლებმაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაიკავეს და კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას აკაკი ჩიქობავას და გიორგგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ. ჯაბა სამუია თვლის, რომ უნივერსიტეტი „არ არის ის ადგილი, სადაც შესაძლებელია ძალისმიერი მეთოდებით ქმედებები“.
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სენატის და აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, სადაც დემონსტრანტი სტუდენტების მოთხოვნა და აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას საკითხი განიხილებოდა.
„არცერთ თქვენგანს არ შეხვედრიან ეს ახალგაზრდები. მესმის, რომ ამოწურულიყო ყველანაირი რესურსი, – გამართლება არა აქვს სივრცეებში შეჭრას… სურვილიც არ ყოფილა საუბრის. გვინდა ასე და ასე უნდა იყოსო. პატივი ეცით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციებს და პატივი ეცით მის პროფესურას“,“, – განუცხადა სამუშიამ უნივერსიტეტში, სააქტო დარბაზში შეკრებილ პროფესორებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ პროტესტისას დაკავებულ ლექტორს უჭერენ მხარს, მეორე დღეა, დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის კანცელარია და უნივერსიტეტის გაფიცვას ითხოვენ.
სტუდენტების მოთხოვნაა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესურა შემოუერთდეს მისივე ლექტორის, დაკავებული აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას გათავისუფლების მოთხოვნას და უნივერსიტეტი გაიფიცოს მანამ მათ არ გაათავისუფლებენ.
23 იანვარს ღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან. გამოსახლების პროცესში პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. აქედან 18 ადმინისტრაციული წესით. სისხლის სამართლის წესით დაკავებულები არიან მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებელი წევრები გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა.კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია.გიორგი ხასაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.