ჰოლივუდის მსახიობი ბრუს უილისი ლოს ანჯელესის პრესის პირველ გვერდებზე მოხვდა მას შემდეგ, რაც ის ქალაქის ერთ–ერთ აფთიაქში ნიღბის გარეშე დააფიქსირეს. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მან უარი თქვა ნიღბის გაკეთებაზე, რის გამოც აფთიაქის თანამშრომლებმა მოთხოვეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა აფთიაქი. თავად მსახიობი ამბობს, რომ აფთიაქიდან წასვლა თავად გადაწყვიტა როცა დაინახა, რომ იქ მყოფები აშკარად უკმაყოფილოები იყვნენ მისი უნიღბოდ დანახვით.
ჟურნალ People–თან ინტერვიუში უილისმა განაცხადა, რომ ესმის ნიღბის დიდი მნიშვნელობა და ყველას მოუწოდებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე იზრუნონ. ნიღბის ტარება შენობების შიგნით კალიფორნიის შტატის კანონით არის დადგენილი, რომელიც აშშ–ში კორონავირუსის პანდემიით ერთ–ერთი ყველაზე დაზარალებული შტატია.