ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა

ხვალ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს ეწვევა. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“[ევროკომისიის] პრეზიდენტი ხვალ იქნება კიევში, სადაც შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროკავშირის მუდმივ მხარდაჭერას. ეს ვიზიტი გაიმართება ევროპის დღეს და ამ კონტექსტში, ჩვენ გულწრფელად მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღე აღინიშნოს”. – თქვა მამერმა.