“იმდენი სისულელე, რაც თქვენმა ხელმძღვანელებმა აკეთეს და ნაირნაირი სცენარები შესთავაზეს ხალხს, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება, უფრო მეტად წაასტიმულირებს ამ უმსგავსობას. ცოცხალი აგენტი გყავთ ნანახი, ვინ არის აგენტი? იძახით რაღაც სახელებს, გვარებს. ადგებით სახლში თანამშრომლებს… თქვენ რომ ერთმანეთს იწერთ, უსმენთ და ამონტაჟებთ, მაგაზე მეტს ჩვენი სპეცსამსახური არ ამონტაჟებს. რა ახალი საქმე გახეთქეთ ახლა, სუს-ის შენობაში ყოფილა მოსმენების სამსახური. აბა, რა არის სუს-ი? უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა – რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას.
ვინმემ გამოიყენა თქვენ წინააღმდეგ, დაგაშანტაჟათ თუ რა? საიდან მოგაქვთ? რომელი კრებსები, სპექტაკლი რომ დადგით აგენტი 001 და აგენტი 007? გამოძიებამ თქვენ მოგწერათ, რომ გადმოგვეცით ის მასალები, რომლებიც ხელთ გაქვთ, რატომ არ აძლევთ? გადაეცით მასალები, თუ გინდათ გარკვევა, მაგრამ მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელები არა სუს-ი. არამედ თქვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელები არიან”
აცხადებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, ფარულ მოსმენებზე საუბრისას.