უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელებს აქვთ უფლება, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაცია პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს.
კითხვაზე გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდებოდა, უკრაინის მეთაური პასუხობს, : „ეს ომია და უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავისი მიწა“,
ინტერვიუს დროს, ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ ორგანიზებულ თავდასხმის მცდელობებზე, და აღნიშნა რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მისი მკვლელობის მცდელობა იმდენჯერ იყო, რომ სათვალავი აერია.