ნაციონალურ მოძრაობას აზიანებს და აზიანებს მთელ ოპოზიციურ სპექტრს. საქართველოს მოქალაქეებს რომ ჰკითხოთ, თვლიან, რომ ამ ქვეყნის პრობლემა ეს გამოგონილი შეთქმულების თეორიები არ არის, რაზეც ამდენი ხანია ეს შიდა დომხალი მიმდინარეობს.
რუსულმა ოცნებამ თუ შეძლო, რომ 2024 წლის არჩევნები შეინარჩუნა ტერორით, უბედურებით, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვინახავს, მაშინ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ქვეყანა დაკარგავს ევროპული განვითარების შესაძლებლობას.
როდესაც დგას ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები ქვეყნის წინაშე, ნებისმიერი სხვა საკითხი, უთანხმოება, წყენა, კინკლაობა, ვინ დარჩება, ვინ წავა, არის მეათეხარისხოვანი.
ამბობს დეპუტატი ანა წითლიძე ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.