“მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს ინდურ შტამზე. ზუსტად ისეთივეა, როგორც დღეს ჩვენში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ე.წ. ბრიტანული შტამი და მანამდე არსებული, კლასიკური, ვუჰანის და ევროპული შტამი.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის ავტორიზებული, მუშაობს ამ შტამების წინააღმდეგ. ერთადერთი ინდურს შტამს, ისევე როგორც ბრიტანულს, ახასიათებდა ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ის უფრო ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, შესაბამისად უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს”
ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსთავი 2-ის ეთერში. საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის 5 შემთხვევა გუშინ დადასტურდა.