ხუთშაბათს დილით მოსკოვიდან რუსეთის აღმოსავლეთისკენ ერთდროულად შვიდი სამთავრობო თვითმფრინავი გაფრინდა. დანიშნულების ადგილი ყველა რეისს განსხვავებული ჰქონდა. ფრენებისთვის თვალყურის დევნება ონლაინ სერვის Flightradar24–ით არის შესაძლებელი.
ამ თვითმფრინავებს შორის იყო თვითმფრინავი–რეტრანსლატორი Ту-214СР ნომერი RA-64516. ასეთი თვითმფრინავი სამთავრობო კავშირს უზრუნველყოფს. დილის ათის ნახევარზე ის ვნუკოვოდან ომსკში გაფრინდა. ომსკში დაფრენის შემდეგ მაშინვე უკან, მოსკოვში გაფრინდა.
Ту-214ПУ ნომერი RA-64532 ზუსტად ასევე, დილის 9 საათზე ნოვოსიბირსკში გაფრინდა და უკან დაბრუნდა. ეს თვითმფრინავი როგორც წესი, ქვეყნის მეთაურების გადაადგილებისთვის გამოიყენება – მასზე სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურების მართვის და კონტროლის სისტემებია დამონტაჟებული.
სპეციალური საფრენი რაზმის, „რასიას„ თვითმფრინავი Ил-96-300 ნომერი RA-96017 თორმეტი საათისთვის ვნუკოვოდან გაფრინდა და ჩრდილოეთ რეგიონებზე დიდი წრის დარტყმის შემდეგ მოსკოვის მიმართულებით გაფრინდა. მისი ტრანსპოდერი, რომლის სიგნალები ფრენისას თვითმფრინავის თვალყურის დევნების საშუალებას იძლევა, სურგუტის რაიონში გაითიშა.
ამავე რაზმის თვითმფრინავი Ан-148-100ЕА ნომრით RA-61716 13:32 საათზე მოსკოვიდან უფაში გაფრინდა, შემდეგ კი, დაფრენიდან რამდენიმე წუთში უკან, მოსკოვში გაფრინდა.
Airbus A-319 დილის ათზე მოსკოვიდან ნოვოსიბირსკში გაფრინდა და მაშინვე უკან დაბრუნდა. Flightradar–ის მონაცემებით ის ნოვოსიბირსკში არ დაფრენილა, მხოლოდ დაბალ სიმაღლეზე, დედამიწიდან რამდენიმე ათეულ მეტრამდე დაეშვა, რის შემდეგაც კვლავ მაღლა აფრინდა და მოსკოვში დაბრუნდა.
სუპერჯეტი RA-89039 დილის ათ საათზე მოსკოვიდან ტიუმენში გაფრინდა, Ту-204 RA-64058 კი ზუსტად ამავე დროს სადღაც ციმბირში. მისი ტრანსპოდერი კოგალიმის რაიონში გაითიშა.
ყველა ეს თვითმფრინავი ერთ რაზმს ეკუთვნის. სპეციალური საფრენი რაზმი “რუსეთი“ ქვეყნის მეთაურების, მაღალი რანგის ჩინოვნიკების და თანამდებობის პირების გადაყვანით არის დაკავებული. ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს შემადგენლობაში შედის და მას ექვემდებარება.