უცნაურია, რომ IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ 2 საათი იყო – პოდოლიაკი

უცნაურია, რომ IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ 2 საათი იყო – უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, მისიის მნიშვნელობიდან და ენერგოდარში არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, გასაკვირია რომ ექსპერტების სრულმა შემადგენლობამ ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე საათი გაატარა.

 

“ეს ჩემი აზრით ძალიან უცნაურად ჩანს. უკრაინული მხარის აზრით, როცა ამ დონის მისია – და ეს ძირითადად ინჟინერიის, ბირთვული ფიზიკის მისიაა, რომელიც მხოლოდ გარკვეული დერეფნებისა და სასადილოების ტერიტორიის დასათვალიერებლად არ ჩამოსულა – არამედ მისიაა, რომელსაც კონკრეტული ალგორითმი აქვს იმის შესასწავლად, თუ რა ემართება ბირთვული ენერგოსადგურის ამგვარი კომპლექსური ინფრასტრუქტურის კონტროლის მექანიზმს.

ემუქრება თუ არა საფრთხე ქსელის უსაფრთხოებას – რადიაცია, ბირთვული და ზოგადად, როგორ მდგომარეობაშია რეაქტორი? შესაბამისად, გასაკვირია, რომ მხოლოდ 2 საათი.

თუმცა IAEA აცხადებს, რომ მისი წევრების გარკვეულ რიცხვი მუდამ იქ იქნებიან. ვნახოთ.

არ აქვს მნიშვნელობა: 2 საათით მეტიც რომ იყოს, იმ პირობებში, რომ რუსები ტრიალებენ, ვინც ამბობენ რომ იქ რაღაც შეფრინდა, იქ ვაშლი დაეცა და ასე შემდეგ – მე მეჩვენება, რომ კომისიის 2.5 საათიდან, რაც სადგურზე სრული შემადგენლობით გაატარეს ისინი მხოლოდ როსატომის წარმომადგენლების გასაოცარი ზღაპრების მოსმენას შეძლებდნენ.“ – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.