“ძალიან უცნაურია როცა ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ, გამუდმებით ესხმის თავს. არის კრიტიკა, მათ შორის კონსტრუქციული კრიტიკა და დამერწმუნეთ, რომ თუ ვინმეს აქვს შიდაპარტიული კრიტიკის გამოცდილება, ეს ვარ მე. ამ ეტაპზე ეს არის ყოვლად გაუმართლებელი და ნამდვილად სამწუხაროა, რომ ასეთ გზავნილებს იგებთ, როცა ქვეყანა არის გადასარჩენი, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი არის გადასარჩენი, როდესაც საქართველო ისტორიული შესაძლებლობის წინაშე დგას ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით”,
პარლამენტის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებას “უსაფუძვლო” თავდასხმას უწოდებს.