“მაგალითად ორგანიზაცია სირცხვილია, რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც არაერთხელ სწორედ ძალადობრივი ქმედების გამო იქნენ სამართალდამრღვევად ცნობილები მათი წარმომადგენლები და ვიცით, რომ ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებული, ვიცით გარკვეული განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ვიღაცებისგან ფინანსდებოდა, თუმცა არ არის ცნობილი, ვინ არის მათი დამფინანსებელი, საზოგადოებისთვის არ არის ეს ცნობილი, შედით მათ ვებგვერდზე და ნახავთ, [რომ არ არის]”
აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ სირცხვილიას დამფინანსებლების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია მოძრაობის ვებგვერდზე. ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ თავად სირცხვილიას ორგანიზატორებსაც. მათ რამდენიმე ორგანიზაცია აფინანსებს, მათ შორის: National Endowment for Democracy (NED); European Endowment for Democracy (EED); Open Society Georgia Foundation და Helsinki Foundation for Human Rights.