“ოპოზიციონერი დამკვირვებლისა და კომისიის წევრის თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობით, დაახლოებით 10 ბიულეტენი უცხო მამაკაცმა ყუთში ჩატენა. იყო ფიზიკური დაპირისპირება უბანზე და ამის შემდეგ ეს ადამიანი მიიმალა. წარმოამდგენლების გარდა, ამ უბანზე იყო ISFED-ის წარმომადგენელი, ჩემი ინფორმაციით, მას აქვს საჩივარი დაწერილი.

რა თქმა უნდა, აგებენ ამ არჩევნებს, ყველა მსხვილი ქალაქი აქვთ წაგებული. ბატონი კობახიძის გაცეცხლებული ბრიფინგის შემდეგ, როდესაც მან აღიარა, რომ აგებენ მუნიციპალიტეტებს, ამის შემდეგ დაახლოებით 40 წუთში, როგორც ჩანს, ბრძანება მიიღეს მათმა აქტივმა და სადაც შეუძლიათ სჩადიან მსგავს ქმედებებს. ეს კონკრეტული უბანი როცა დაიხურება, ხომ ყველა დავინახავთ, რომ კალაძეს წაგებული აქვს და უბრალოდ იქნება დისბალანსი, თავიდან იქნება გადასათვლელი და გასაუქმებელი იქნება ეს უბანი”

ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ვაზისუბანში.