არჩევნები მოდის და ძალიან დიდი ვნებათაღელვაა. ვინც პოლიტიკური მოღვაწეა, ყველას უნდა, თვითონ გაიმარჯვოს და უმრავლესობა მოიპოვოს – როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე იმ ჯგუფებს, რომლებიც უცხოეთში არიან და უნდათ, რომ თავისი ხალხი მოიყვანონ […]
უცხოეთიც შეეცადოს, არჩევნებში ნაკლებად ჩაერიოს. იტყვიან, არ ვერევითო, მაგრამ ვისაც არ ეზარება, აბსოლუტურად ყველა ქვეყანა ერევა […] როგორ შეიძლება, რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას იმაზე კარგი უნდოდეს ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ, ქართველებს გვინდა? ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება უცხოეთში არავის აქვს […]
იმის ნაცვლად, უცხოეთი გვეხმარებოდეს, რომ ერთმანეთში შუღლი კი არ გავაღვივოთ, არამედ შევამციროთ, პირიქით, უმატებს და უმატებს. არჩევნები მოდის და ახალგაზრდებს ვთხოვ, არ გამოგიყენონ და მერე, უცხოეთი იძულებული იქნება, ქართველი ხალხის ნებას დაჰყვეს და ჩვენთან ურთიერთობა ჰქონდეს. დიდი მომავალი და პერსპექტივა გვაქვს.