“ჩვენ მივწერეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინაიდან, უცხოელებს ეჭვი გაუჩნდათ, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, „პოლონიუმით“ იყოს მოწამლული. საერთაშორისო ტოქსიკოლოგიურ ორგანიზაციებს მივწერეთ, მათგან პასუხი მოგვივიდა, ამის დასადგენად თუ რა კვლევები უნდა ჩავატაროთ.
ახლა საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს მივმართეთ და ვეკითხებით შეუძლიათ თუ არა აღნიშნული კვლევების ჩატარება, ისინი გვწერენ რომ მათ არ შეუძლიათ“
აცხადებს, ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშცვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.