უცხოურ პრესაში მსგავსი არაფერი წამიკითხავს, ფილერი მაქვს გაკეთებული და ავიცრები – კოშკელიშვილი

მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი ეხმიანება ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ Pfizer-ის ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გართულება იმ ადამიანებში, ვინც ხშირად იყენებს კოსმეტიკურ ფილერს.

კოშკელიშვილის თქმით, მსგავსი რამ უცხოურ პრესაში არ წაუკითხავს, ამიტომ ვაქცინის გაკეთებას აპირებს.

“მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა მის [ამირან გამყრელიძის] აზრს ძალიან ბევრი გაითვალისწინებს, იმიტომ რომ არის ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი. შესაბამისად, ნებისმიერ რამეს, რასაც ამბობს, ადამიანები ითვალისწინებენ. ვფიქრობ, ეს ყველას პირადი გადასაწყვეტია. უცხოურ პრესაში მსგავსი არაფერი წამიკითხავს. მე არ ვარ სანდო წყარო. მე უბრალოდ იმით შეიძლება მენდოს ადამიანი, რომ მე მაქვს გაკეთებული ფილერი და ვაპირებ, რომ ავიცრა აუცილებლად”,- ამბობს კოშკელიშვილი ტვ პირველთან საუბრისას.

იმუნოლოგ–ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოუწოდებს ადამიანებს, ვისაც ფილერი აქვთ გაკეთებული, თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან.