როგორც კი ომი [რუსეთ-უკრაინის] დაიწყო უცხოური მთავრობების წარმომადგენლებმა მოგვთხოვეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა მიგვეღო. უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გვთხოვეს მოხალისეების გაგზავნა. ასევე, ჩვენ მონაწილეობა უნდა მიგვეღო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებში და იარაღიც კი გაგვეგზავნა, რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს ეს. რადგან ჩვენ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი არაერთხელ გვქონია, სულ ბოლოს 2008 წელს, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და საქმე გვაქვს ბირთვულ სახელმწიფოსთან, ჩვენ უარი ვთქვით. ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ვართ და არც NATO-ს, ომში მონაწილეობა ძალიან დაგვაზარალებდა. სწორედ ამიტომ ჩვენზე ხორციელდებოდა ზეწოლა.
პირველ რიგში, ეს შეეხო კანდიდატის სტატუსს. ევროკავშირის კანდიდატთა ტრიოს [უკრაინა, მოლდოვა, საქართველო] შორის კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელი საშინაო დავალება საქართველომ ყველაზე კარგად შეასრულა, თუმცა, სტატუსი პირველ ჯერზე ვერ მიიღო, რაც გაუგებარი იყო.
ამ შემთხვევების შემდეგ, მე სხვა დეპუტატებთან ერთად დავაფუძნე დამოუკიდებელი ჯგუფი სახელად ხალხის ძალა. ჩვენი მიზანი ამ ზეწოლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის გულწრფელად ინფორმირება იყო. მაშინაც იმართებოდა საპროტესტო აქციები მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა, მთავარი კითხვაა, რა დაემართებოდა საქართველოს, მოთხოვნას რომ დავთანხმებოდით? ჩვენ ამას ვხედავთ უკრაინის მაგალითზე, რომელიც უამრავი ქვეყნის მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ ახერხებს რუსეთის შეჩერებას. ჩვენი ნაბიჯი იყო გაბედული. ეს ნიშნავს საქართველოს გადარჩენას. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ის და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიო, სწორედ იმას ამბობენ, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით. ის, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, ეს დეზინფორმაციაა