”თქვენი უწმინდესისთვის თქვენი სიცოცხლე რამედ რომ ღირდეს ნახირად არ გაქცევდათ” – ამის შესახებ, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს და ანტივაქსერულ განწყობებზე პასუხისმგებლობას საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს აკისრებს. მისი თქმით, საქართველოს პატრიარქს, ადამიანების სიცოცხლე არ ანაღვლებს, რადგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით დუმს, მაშინ როდესაც, თვითონ საზღვარგარეთ არაერთ ძვირადღირებულ კლინიკაში იმკურნალა, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.
”ფურთხი წაუსვით მიწას და შუბლზე წაისვითო კორონასაგან დასაცავადო, კაცი რომელმაც თბილისის კლინიკებს რომ არ დასჯერდა, გერმანიები და ჩეხეთები მოიარა უმაღლეს სამკურნალო უძვირეს კლინიკებში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. და ქართველი ერის დიდი ნაწილი ისევ ბოჩოლებივით ბღავის: ჩვენი უწმინდესიი, პატრიარქო გვიყვარხააარ და სხვა. თქვენი უწმინდესისთვის თქვენი სიცოცხლე რომ რამედ ღირდეს, ასე ნახირად არ გაქცევდათ და აცრისკენაც მოგიწოდებდათ, ბატებო თქვენა.
P.S. დღე არ გაივლის, ორსული ქალი არ მოკვდეს, მიეწიეთ ყველა მკვლელები იმ უმანკო უბედურ დედებს მიწაში!