”ძალიან უხერხული არის, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა იმ უფლებამოსილებების ზღვარში, რომელიც გააჩნია მას. კონკრეტულად, როდესაც მან 78-ე მუხლზე გააკეთა მინიშნება. 78-ე მუხლი არის გარდამავალი დებულება საქართველოს კონსტიტუციის, სადაც კონსტიტუციური ორგანოები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წერია აქტივობაზე და არა შესაძლებლობების განმარტებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. აქაც გამოჩნდა, რომ ის მანდცდამაინც ვერ ერკვევა ამ საკითხებში.
უხერხულია, როდესაც მსგავს შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი იმ გუნდის მიმართ, ვინც რუსეთს მოუგო საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სწორედ ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ჰააგის სასამართლოში. ”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე.