“ფაიზერის” ვაქცინა უსაფრთხოა ორსულებისთვის, დროს ნუ დაკარგავენ, აიცრან – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ორსულებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, “ფაიზერით” აცრისკენ მოუწოდა. მისი თქმით აღნიშნული ვაქცინა უსაფრთხოა როგორც დედისთვის ისე ნაყოფისთვისაც.ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

“ჩვილებში ინფექციის პრევენციის საუკეთესო საშუალება არის დედის ვაქცინაცია, ანუ ორსულის. დღეს საკმარისი მზაობა არსებობს და საკმარისი მეცნიერული მტკიცებულებები იმისთვის, რომ ფაიზერის ვაქცინა ორსულებში არის უსაფრთხო. ამიტომ, დროს ნუ დაკარგავენ ორსულები და რაც შეიძლება სწრაფად აიცრან.”-განაცხადა გაბუნიამ.