”ფაქტია, 5 ივლისს სახელმწიფომ ვერ შეძლო ჟურნალისტების დაცვა”- აცხადებს ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი. პაპუაშვილის თქმით, ჟურნალისტების უსაფრთხოება ისევე არის დაცული, როგორც ნებისმიერი მოქალაქის.
“სანამ მაგას ვიტყვით, უნდა ვთქვათ, ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არისო, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ არის ეს ჟურნალისტი პროპაგანდის ნაწილი? შეიძლება, იმის თქმაც, უსაფრთხო გარემო არის თუ არა, პროპაგანდის ნაწილია.ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, შეძლო თუ ვერა სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა 5 ივლისს?ფაქტია, რომ ვერ შეძლო. იმიტომ, რომ გვყავს დაშავებულები”. – განაცხადა პაპუაშვილმა