ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფლების – ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ”მთავარი” ავრცელებს.
რუსმა ოკუპანტებმა ადგილზე მიიტანეს მავთულხლართების გროვა, აფართოებენ საგუშაგო პოსტებსაც და ე.წ. საზღვარს ქართული მხარის მიერ კონტორლირებად მხარეს შვიდი მეტრით წევენ.
ადგილზე რუსი სამხედროების მობილიზაციაა, საბერიო-ფახულანის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა მიიტანეს სამშენებლო მასალებიც. ბორდერიზაციის სამუშაოებისთვის მზადება რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, უკანონო ბორდერიზაციის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსშია.