ყველამ ვიცით, როგორ ხდება ჩვენი ბარგის აწონვა აეროპორტში რეგისტრაციისას. ბევრი ჩვენგანი ყოფილა სიტუაციაში, როცა ირჩევთ,რომელი ნივთი ამოიღოთ ჩანთიდან, როცა გეუბნებიან, რომ თქვენი ჩანთა რამდენიმე გრამით მეტს იწონის, ვიდრე ნებადართულია. მაგრამ ახლა ფინური ავიაკომპანიის თვითმფრინავში ასვლამდე მგზავრების აწონვას იწყებს. ჯერჯერობით ეს სატესტო რეჟიმში ხდება.
ევროპული გადამზიდავი Finnair-ის ტესტირებისას ჰელსინკის აეროპორტის ცენტრში მოხალისე მგზავრებს უკვე წონიან ჩასხდომის გასასვლელთან, რათა ავიაკომპანიამ შეძლოს აფრენამდე თვითმფრინავების წონის შეფასება.
მგზავრების აწონვა არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად მძიმეა თქვენი ჩანთა, არაფერ შუაშია ჯავშანთან, გადასახადთან ან მგზავრობის დეტალებთან. . ყველაფერი ანონიმურია – ამბობს Finnair-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში პეივიტ ტალკვისტი და წონას მხოლოდ ჭიშკართან მყოფი თანამშრომლები ზედავენ.
პროცესი ორშაბათს დაიწყო და ხუთშაბათს დილით 800 მოხალისე იყო, ვინც აწონვაზე თანხმობა განაცხადა, თქვა ტალკვისტმა და დასძინა, რომ ავიაკომპანია “სასიამოვნოდ გაკვირვებული იყო მოხალისეთა რაოდენობით”.
ტალკვისტის თქმით, ავიაკომპანია აანალიზებს მონაცემებს მგზავრების საშუალო წონისა და მათი ხელბარგის შესახებ „თვითმფრინავის დასაბალანსებლად და უსაფრთხოდ მუშაობისთვის საჭირო ეფექტურობის გამოსათვლელად“.
ავიაკომპანიები აფრენამდე ითვლიან თვითმფრინავის წონას – ბორტზე მყოფი ადამიანების წონას, დამატებით ტვირთსა და ბარგს სატვირთო განყოფილებაში, ისევე როგორც ბორტზე არსებული საკვებისა და წყლის მარაგს – ყოველი აფრენის წინ, ისევე როგორც მათი სიმძიმის ცენტრს.
თვითმფრინავის წონამ და წონასწორობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მგზავრების განლაგებაზე და, ზოგ შემთხვევაში, იმაზეც კი, თუ რამდენი მგზავრია ნებადართული ბორტზე და რამდენი ბარგის შენახვაა შესაძლებელია სკამების ზედა სათავსოებში.
ყველა თვითმფრინავს, რომელსაც თქვენ დაფრინავთ, აქვს მაქსიმალური წონის ლიმიტი უსაფრთხო აფრენისთვის. „მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიებმა იციან ყველა სხვა ასპექტის წონა, კლიენტების წონა და მათი ხელბარგი გამოითვლება სამოქალაქო ავიაციის ორგანოს მიერ დამოწმებული საშუალო წონების გამოყენებით“, – თქვა ტალკვისტმა.
ავიაკომპანიები ჩვეულებრივ იყენებენ მგზავრთა საშუალო წონას, რომელიც მოწოდებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების ორგანოს მიერ, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ხელისუფლების მიერ დამტკიცებული საკუთარი საზომი. Finnair 2018 წლიდან საკუთარ გაზომვებს იყენებს, მაგრამ ისინი უნდა ოველ ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს.
Korean Air-მა ჩაატარა საკუთარი აწონვის პროგრამა 2023 წელს, ხოლო Air New Zealand-მა ასევე ჩაატარა წონის კვლევა გასულ წელს. Finnair აგროვებს მონაცემებს როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონისთვის, რადგან მგზავრები, როგორც წესი,ცივი ფინეთის ზამთარში უფრო მძიმე ტანსაცმელს და ქურთუკებს ატარებენ . ზამთრის კვლევა თებერვალში დასრულდება, ზაფხულის კი აპრილ-მაისში.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანია გამოთვლის საშუალო წონას მიღებული გაზომვების საფუძველზე და გადააგზავნის მონაცემებს ფინეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სააგენტოში გადამოწმებისთვის. წონები გამოყენებული იქნება დატვირთვის გამოთვლებისთვის 2025–2030 წლებში. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მგზავრს ურჩევნია საკუთარი წონის საიდუმლოდ დატოვება, სატუ მუნუკკამ, Finnair-ის სახმელეთო ოპერაციების ხელმძღვანელმა, დაამშვიდა უკმაყოფილო მგზავრები განცხადებით, რომ „შეგროვებული მონაცემები არანაირად არ არის დაკავშირებული მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებთან“. მუნუკკამ დასძინა: ”ჩვენ აღვნიშნავთ მთლიან წონას და დამატებით ინფორმაციას მომხმარებლისა და მათი ხელბარგის შესახებ, მაგრამ არ ვითხოვთ ისეთ მონაცემებს, როგორიცაა სახელი ან ჯავშნის ნომერი. ”მხოლოდ მომხმარებელთა მომსახურების აგენტს, რომელიც მუშაობს გაზომვის წერტილში, შეუძლია დაინახოს მთლიანი წონა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ კვლევაში მშვიდად მიიღოთ მონაწილეობა.“