პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის აზრით, მთავრობის აკრძალვები ხშირ შემთხვევაში შიშით არის განპირობებული.
,,საღი აზრი ნაკლებად ფიგურირებს ხელისუფლების ზოგიერ გადაწყვეტილებაში. ემოციით, ხშირ შემთხვევაში შიშით არის განპირობებული და ფიქრობენ, რომ ჯობია გადააჭარბონ, ვიდრე რაღაცა დააკლონ და ნაბან წყალს ხშირ შემთხვევაში შეიძლება ბავშვიც გადააყოლონ. მხედველობაში მაქვს მსუბუქი მანქანების შეზღუდვა. არ ვარ შეზღუდვების წინააღმდეგი, მაგრამ აქ გადამეტებას აქვს ადგილი. კიბატონო, გასაგებია რომ ნაკლებად მოძრაობაა უზრუნველსაყოფი, მაგრამ ამის ბევრად უფრო მოქნილი მექანიზმია საპოვნი და არა ის რომ ნაჯახით ადგე და ყველაფერი გააჩერო”,- ამბობს ხუხაშვილი.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მარტივად გადაწყვიტოს ყველა პრობლემა, მაშინ როცა პრობლემა არის ძალიან რთული.
,,მე მოვუწოდებ, მეტი იფიქრონ, იმუშავონ მეტი და უფრო ზუსტი და ადეკვატური ალგორითმები იპოვონ კრიზისის მართვის”,- აცხადებს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა. 27 აპრილამდე გახანგრძლივდა ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვაც. ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი.