ფოთში ზღვამ დაკარგული მამაკაცის ცხედარი მალთაყვის სანაპიროსთან, გამორიყა. ახალგაზრდა მამაკაცს, სამაშველო სამსახური და მყვინთავები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის დ.ზ. მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში ზღვაში შევიდა და დინებამ წაიღო.