მე მინდა პირველ რიგში შევეხო დღევანდელ შექმნილ ვითარებას, იმ ახალ გადაწყვეტილებებს, რასაც ყოველდღიურად იღებს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც მთლიანობაში უდრის, პრაქტიკულად გამოცხადებულ ომს საზოგადოების წინააღმდეგ – ასე შეგვიძლია შევაფასოთ ყველაფერი, რაც ხდება და ეს ეხება პრაქტიკულად ყველა მიმართუელბას.

ყველაზე ახალი და საგანგაშო შეიძლება იყოს ფონდების დაყადაღება – ეს არის, პრაქტიკულად ომი სოლიდარობაზე.

ის, რაც დაიწყო და რაც საზოგადოების გამოხატულებას სოლიდარობის იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან დაპატიმრებული ან სამსახურიდან გაგდებული, ან სრულად უდანაშაულოდ იხდიან ჯარიმებს, რომლებიც ათჯერ აღემატება მათ ხელფასებს – ეს მცდელობა საზოგადოების მხრიდან გამოაჩინოს ეს სოლიდარობა, როცა ეს არის აღქმული და წარგდენილი, როგორც მტრული საქმიანობა, ეს არის წარმოუდგენელი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ მგონია, რომ ასე ვეღარ შევაფასებთ იმას, რაც ხდება ამ ქვეყანაში.

ეს არის ის, რაც ეხება ფონდებს და ქმნის ძალიან მძიმე სოციალურ სიტუაციას ბევრი ოჯახისთვის და ჩვენ ამ საკითხს უნდა მივხედოთ სხვანაირად და მოვძებნოთ გზები, რითაც ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ამ ადამიანებს.

თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.