ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ფონიჭალაში, სპეცოპერაციის შედეგად, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს.
კუპატაძის თქმით, დაკავებულებს შორის, არიან ქალებიც.
„გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ფონიჭალაში, 4 ლოკაციაზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, ღონისძიება გრძელდება, სხვადასხვა სახით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე, დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ, გაორმაგდება, დაკავებული არიან, როგორც მანდილოსნები, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც“, – განაცხადა კუპატაძემ.