ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს

ფონიჭალაში ცოლად შერთვის მიზნით, 16 წლის არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე რამდენიმე პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცა.შსს–ს ინფორმაციით  გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

პოლიცია გატაცებულის ადგილსამყოფელს ეძებს. მიმდინარეობს გატაცებულის ოჯახის წევრების გამოკითხვა.