5 ივლისს ფორმულას ფოტოგრაფ ვახო ქარელზე ძალადობის ბრალდებით ძალადობრივი ჯგუფის 2 წევრს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, გ.გ, გ.ხ და მათთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, 5 ივლისს თავს დაესხნენ ვახო ქარელს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მას არ გადაეღო და გაევრცელებინა მათი აგრესიული ქმედებები.
მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.